13:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 16:47:48, 8068 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 46 პაციენტიდან, რამდენიმეს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი, რომელთაგან რამდენიმეს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, დღეს კლინიკას 2 პაციენტი დატოვებს.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან გაუქმდა საკარანტინე ზონა და დავიწყეთ პაციენტების მიღება. ამ 46 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმეს, ვისთანაც იყო ჩვენება ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და ყველა შემთხვევაში მოვიდა უარყოფითი პასუხი. ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დღეს კლინიკას დატოვებს 2 დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტი, რომლებსაც გაუვიდათ ყველანაირი ვადა და არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური ნიშნები. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

ჩვენთან გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს ტესტირება არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო ტესტირების ჩატარების ჩვენება. გუშინ, ეს ტესტირება ჩაუტარდა 7 ადამინს, ცხელების ზომის მიხედვით. დღეს კიდევ 3-ს ჩაუტარდება ტესტირება. იმ 7 ადამიანის პირველადი პასუხები არის ნეგატიური, რაც ჩვენც ძალიან გვახარებს. ამ სამის პასუხები კი როგორც კი ცნობილი გახდება მოგახსენებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics