2015-07-04 15:14:23, 1040 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპრაციის ჩაატარა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ესპანეთში სახლების ძარცვაში, ნარკოტრაფიკსა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდსა და ვალენსიაში ჩატარდა და მასში 200 პოლიციელი მონაწილეობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან