2015-07-02 12:52:04, 971 ნახვა
მსოფლიო
ტუნისის მთავრობამ სუსეს სანაპიროზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დააკავა
ტუნისში, სუსეს სანაპიროზე თავდასხმის ბრალდებით, რომლის დროსაც 38 ადამიანი დაიღუპა, 12 ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო 2 ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ იძებნება.
თავდასხმის შესახებ პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ტუნისის მთავრობა შიშობს, რომ ამ თავდასხმამ შეიძლება ქვეყანაში ტურისტულ ინდუსტრიას ბოლო მოუღოს. ტუნისის საპარლამენტო ურთიერთობების უფროსის, ლაზარ აკრემის თქმით, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს დარჩენილი ორი ეჭვმიტანილის დასაკავებლად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან