12:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 11:39:21, 588 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ბალხის პროვინციაში პატრულირება განახორციელეს

ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები შეამჩნიეს, რის შემდეგაც სტანდარტული პროცედურის თანახმად საინჟინრო ჯგუფის გამოძახება მოხდა. გამნაღველებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმინდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქართული ასეულის პატრულიების მიზანი ბაზა "მარმალის" დაცვა, საპატრულო რაიონის კონტროლი, მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ქართველმა სამხედროებმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics