2015-01-21 16:03:36, 321 ნახვა
საზოგადოება
კიევში თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
კიევში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდი ხრეშატიკზე იმართება.
ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებიან. დღესვე გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ.
გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან