18:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 10:28:17, 769 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სომხეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული  ადამიანების გამო.  სერჟ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს  და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა  .

ქართველს კოლეგას  სამძიმარს და თანადგომას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.  ოვიკ აბრამიანი  თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში თანადგომა აღუთქვა. აბრამიანმა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა დაავალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრისა და დახმარების მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics