11:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 15:10:42, 580 ნახვა

რეგიონი
„სოლიდარობა ტყიბულს!“ - ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, თეთრ სვეტებთან სამოქალაქო აქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.

ადგილზე შეკრებილებმა ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას შრომის უსაფრთხოების გამკაცრების კუთხით.

ლოზუნგით - „სოლიდარობა ტყიბულს!“ აქცია დღეს თბილისშიც გაიმართება.

შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების  დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა  გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი  ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972  წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა   ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა  პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა  გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად,  გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics