13:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 10:03:48, 3306 ნახვა

კულტურა
ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შოუ საერთო ჯამში 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყო.

ღონისძიებას ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ქიმელი უძღვებოდა.

კინო-აკადემიამ 2018 წლის საუკეთესო ფილმად გილიერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" დაასახელა. ამავე სურათისთვის დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "წყლის ფორმამ" სულ 4 ოსკარი მიიღო.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში "ბნელი საათი" (Darkest Hour)  გარი ოლდმანი დაჯიდოვდა. უნდა ითქვას, რომ ეს მსახიობას პირველი ოსკარია.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კინო-აკადემის მოწონება კი, მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა დაიმსახურა, ფილმისთის"სამი ბილბორდი ებინგის მიღმა, მისურიში" (Three Billboards outside Ebbing, Missouri).

რაც შეეხება მეორეხარისხოვან როლებს, საუკეთესო მსახიობი კაცი სემ როკუელი გახდა, რომელმაც Three Billboards outside Ebbing, Missouri-ში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საუკეთესო ქალი ელისონ ჯენი გახდა, რომელიც ფილმში I, Tonya თამაშობს.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში მულტფილმა - Coco-მ გაიმარჯვა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი, Dear Basketball-ი გახდა.

ჰოლივუდში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ვარსკვლავებმა ჰოლივუდში ტრადიციულ წვეულებაზე გადაინაცვლეს.

გამარჯვებულების სრული სიის სანაახავად გადადით ბმმულზე: https://www.vanityfair.com/hollywood/2018/03/oscars-winners-list-2018









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics