|
2018-02-23 19:08:22, 871 ნახვა
რეგიონი
„გახსოვდეს შენი ისტორია“ - 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო
„გახსოვდეს შენი ისტორია“ - ამ სახელწოდებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. დღეს, კვირეულის ფარგლებში იუნკერების საფლავთან რეპრესირებული ქართველების გასახსენებლად ფოტოგამოფენა მოეწყო. იუნკერების საფლავი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკო. კვირეულის ფარგლებში ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდებს გასაბჭოების ტრაგიკული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მუზეუმში დროებითი გამოფენაც მოეწყო. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. იუნკერების მემორიალთან აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით ფოტოების გამოფენა მოეწყო და წაკითხული იყო რესპრესირებული მწერლების ლექსები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)