14:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 16:01:56, 691 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის აპარატი „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს გამოეხმაურა

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016-2017 წლებში გახარჯულ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართაა.

აღნიშნულს აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატი გამოეხმაურა. მათი თქმით, მიმართვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებისგან შეიტყვეს.

„ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოქალაქეები და არასდროს არ შექმნილა პრობლემა, მით უმეტეს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც ინფორმაცია მთავრობის აპარატის მიერ გაიცა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ვფიქრობთ, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განცხადების საფუძველზე, რა განცხადებითაც მოგვმართეს. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზუსტების მიზნით ქალბატონ ასმათს არ მოუმართავს მთავრობის აპარატისთვის. თუ მას დამატებით რაიმე ინფორმაცია ჭირდებოდა, შეიძლებოდა მარტივად განცხადების შემოტანა დაზუსტების თაობაზე. თუმცა ეს მოწმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარსს ატარებს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics