16:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 11:50:32, 630 ნახვა

რეგიონი
გომარდულში ტურისტული სეზონი იხსნება

30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს.

გახსნის ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.


ღონისძების ფარგლებში გომარდულში მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა, ფოლკლორი, ბენდები, DJ და ფოიერვერკი.

სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და სასმელები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. მას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტული კომპანიებისა  და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 577 90 90 93 (91). 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics