16:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 17:00:38, 770 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს  ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი.

მათივე ცნობით, წინასაახალწლო ბათუმში მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის პროდუქცია.

 ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.

ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი ,, ბანი" და ანსამბლი ,,ელესა".

აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება.

 პარალელურად, ევროპის მოედანზე გრძელდება საახალწლო ღონისძიებები, რომელიც წელს განსაკუთრებით მდიდარია საბავშო გასართობი პროგრამებით და ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics