12:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 10:54:42, 860 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „შერატონ ბათუმში" „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" გახსნას დაესწრო. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში.

„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა" საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს.

 პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე.

 ისინი  აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,  აჭარის მთავრობის წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, აფხაზეთის ა  მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა.

(NS) 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics