2017-11-28 18:58:00, 690 ნახვა
რეგიონი
„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს.
5 გარდაცვლილი ღვთვისმშობლის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ავტორი: ,