15:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 13:16:00, 638 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

დღეს ბათუმში, საპორტო ვიზიტით საქართველოში მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND" და ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 2 ხომალდი შემოვიდა.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - თემურ კვანტალიანი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დესისლავა ივანოვა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ნატოს და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნები, ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის ნიმუშები. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის" მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა" ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან კი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics