15:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 17:43:07, 842 ნახვა

რეგიონი
მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება მიეწოდება

ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა.

 აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეაზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის თხევადი დაქლორვის აპარატებით, რომელიც წყლის სათანადო გაწმენდა-გაფილტვრას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში  ზღვის დონიდან 50 მ-ზე მდებარე 2500 კბმ-იანი რეზერვუარის მშენებლობადასრულდა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია.

აღნიშნული რეზერვუარი ჯამში 3400 კბმ წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩაქვის მოსახლეობას სრულად მოემსახურება.

შედეგად, დაახლოებით 2 300 აბონენტი ახალ ქსელში ჩაერთვება და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მიიღებს.

დაბა ჩაქვის მოსახლეობის ახალ წყალმომარგების სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას კომპანია „ბათუმის წყალი" უზრუნველყოფს.

მოსახლეობას სრულიად უფასოდ დაუმონტაჟდებათ  წყლის მრიცხველები. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარგება ექნება.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა.

ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობისთვის, ჯამში, 545 ათასი ევრო დაიხარჯა.

ახალი რეზერვუარების მშენებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 და მე-4 ფაზების  ფარგებლში განხორციელდა.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ,,EU NIF'' ფონდიდან გამოყოფილი გრანტით -4 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა, რომელიც  ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (KfW) მოიპოვა.

(NS) 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics