05:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:23:02, 364 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარუდგინა.

უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ ორ მოსამართლეს - მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილს მხარს უჭერს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს.

„როდესაც მე ნინო გვენეტაძე წარვადგინე, რა თქმა უნდა, მის კვალიფიკაციასთან და მის უნაკლო ბიოგრაფიასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი გარემოება. მე მახარებდა, რომ ის ქალბატონია. ამ მიმართულებით დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ნინო გვენეტაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ორ მოსამართლე ქალბატონს მხარს ვუჭერთ. ისინი პარლამენტს უახლოეს პერიოდში უნდა წარედგინოს განსაწესებლად. ესენი არიან მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი. იმედი მაქვს, პარლამენტი კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას, გააძლიეროს სასამართლო კვალიფიციური პროფესიონალი მოსამართლეებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გააკეთა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორცილებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics