04:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 13:21:17, 663 ნახვა

რეგიონი
რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით, 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის" ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე  გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი. ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან,  ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს. სულ დარეგისტრირებულია 25 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics