|
2015-04-30 19:05:12, 345 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობას სავარაუდოდ შაბათს უყრის კენჭს
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ შაბათს გაიტანენ. „ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტში შემოსული მთავრობის განახლებულ შემადგენლობის კომიტეტებში მოსმენა მოხდება. ასევე პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოსმენა. ამ განხილვების შემდეგ იმართება პარლამენტის ბიურო, რომელიც განხილვის შედეგებს შეაჯამებს. პარლამენტის ბიუროს ჩატარებიდან მეორე დღეს არის შესაძლებელი უკვე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში 7 მინისტრი შეიცვალა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერს 14 დღის განმავლობაში უნდა დაესახელებინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. თუმცა, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა პარლამენტს და პრეზიდენტს სთხოვა, ეს პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართოს.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)