2017-10-04 18:43:17, 788 ნახვა
რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ,