12:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:10:00, 346 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო

„ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მან თავი გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა“, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას. 

ივანიშვილისთვის ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი აბსოლუტურად გასაგებია, რადგან, მისივე თქმით, ოჯახი მისთვისაც ძალიან ძვირფასია. 

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ  მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების თაობაზე აჟიოტაჟია ატეხილი. 

„ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მახსოვს მას როგორი ბრალდებები წაუყენეს და როგორი პასუხი გასცა ბილეთებთან დაკავშირებით. ასეთი მინისტრი იყო ჩვენს მთავრობაში და სამწუხაროა ძალიან, რომ წავიდა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა ამ კაცმა თავი, ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მინისტრი მთავრობიდან მიდის, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი წინ დააყენა, წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან. სად არის აქ კითხვები? ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა რატომაც, რატომ ხდება ამხელა აჟიოტაჟი, რატომ შფოთავთ ასე? განა ეს ჩვეულებრივი მოვლენები არ არის? ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, არც ერთი კითხვა არ დაისმებოდა, განა ყველაფერი კულტურულად არ განხორციელდა?“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics