15:54 - 16 Apr, 2026
|
2015-04-29 09:33:08, 333 ნახვა
პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი, ლევან ყიფიანი ტოვებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათივე ცნობით, 12:00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა რა საკითხზე ისაუბრებს მინისტრი ჯერჯერობით უცნობია. ყიფიანის საქმიანობით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტი უკმაყოფილოა. კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური განცხადებითაც მიმართა. ცნობისთვის, ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)