12:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 20:03:48, 484 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში ბანგლადეშში და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა და დღეს დილიდან შეხვედრები გამართა ნეპალის გაეროს ოფისსა და ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის გზები და საშუალებები განიხილეს.

საქართველოს ელჩს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან. ელჩი ასევე შეხვდა ​ნეპალში ტურისტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. ხვალ შეხვედრა გაიმართება საქართველოს მოქალაქეების მეორე ჯგუფთან რომლებიც ნეპალში ასევე ტურისტულად იმყოფებიან.

ელჩი ასევე დაუკავშირდა ქ. კოხორაში მყოფ ქართველებს რომელთა დიდი ნაწილიც სამშობლოში 30 აპრილს დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics