|
2015-04-28 11:15:44, 343 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება
საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ელჩი ნეპალში გუშინ გვიან ღამით ჩავიდა რათა ადგილზე გაეცნოს იქ მყოფი ქართველების მდგომარეობას. დღეს ელჩი შეხვედრას გამართავს ნეპალში მდებარე გაერო-ს ოფისში და ასევე შეეცდება კონტაქტზე გავიდეს იმ ქართველთა ტურისტულ ჯგუფთან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პოხარაში იმყოფებიან. შეგახსენებთ რომ ნეპალში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება სადაც მითითებული იქნა ინდოეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი იმისათვის, რომ ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდნენ საელჩოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)