|
2017-08-10 17:17:41, 813 ნახვა
რეგიონი
კახეთში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული პერსპექტიული ღვინოები გამოვლინდა
კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეფასეს - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)