|
2015-04-24 12:06:37, 408 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ენერგეტიკის სამინისტროს: თქვენი შიდა საუბრები არ უნდა გახდეს საჯარო, მოსახლეობას ტყუილად ნუ ძაბავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. ამასთან, პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტრო შიდა საუბრების გასაჯაროვების გამო გააკრიტიკა. ირაკლი ხმალაძემ ელექტროენერგიის ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. "არც ერთი წინადადება ჯერ შინაარსობრივად განხილული არ არის და ვერანაირ ინფორმაციას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ვერ დავადასტურებთ",-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ირაკლი ხმალაძემ განმარტება შიდა საუბრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებითაც გააკეთა: "გუშინ მოხდა მხოლოდ განაცხადების განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.კომისიის სხდომები საჯაროა და მოხდა უბრალოდ მედია საშუალებებში ამ ინფორმაციის გავრცელება", - უპასუხა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პრემიერ-მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)