2017-07-18 18:37:43, 873 ნახვა
რეგიონი
სოციალურ სახლში ბინას 58 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს
ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინას 58 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან სამი ოჯახი ბათუმის მკვიდრია, ხოლო 55 ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.
19 მათგანზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან