00:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 14:28:58, 342 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საბოტაჟში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს საბოტაჟში ადანაშაულებს.
როგორც ქუცნაშვილმა პარლამენტში სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში საქმიანობაზე უარს აცხადებენ და საბოტაჟს ეწევიან.
"ეს არის კლასიკური გამოვლინება საბოტაჟისა იმიტომ,  რომ ისინი პირდაპირ უარს აცხადებენ თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე და ხელფასებს კი იღებენ. ამას ამართლებენ იმით, რომ ქუთაისში უნდა ვიმუშაოთ. აბატონო ქუთაისში ვართ და რეალურად ზიან დარბაზში, არანაირ ტექნიკურ შეფერხებას ადგილი არ აქვს და ეწევიან საქმიანობის საბოტაჟს. წარმოგიდგენიათ რას იზამენ ეს ხალხი თავისი გავლენის ქვეს მყოფი პირების მიმართ?! რა ინსტრუქციებს მისცემენ,  რა დავალებებს მისცემენ ღია,  თუ ფარული მოქმედებების გახნორციელების სახით",-აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ქვორუმის 3-ჯერ  არ არსებობის გამო,  სხდომა ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო სხოდმა საღამოს დაენიშნა, თუმცა მან განაცხადა, რომ სხდომა დღეს საერთოდ აღარ გაიმართება და ყველა დეპუტატი საკუთარ პოზიციაზე აგებს პასუხს ამომრჩეველთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics