17:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 16:08:42, 335 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი საქართველოს მთავრობისგან ასირიელი ბავშვებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირს მოუწოდებს, ასირიელი ბავშვების ევროპის ქვეყნებში სასწრაფო ევაკუაცია მოადინოს. ამის შესახებ ნათელაშვილმა ასირიელი ქრისტიანების მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე საქართველოს ხელისუფლებას ასირიელი ქრისტიანებისთვის ომის დამთავრებამდე თავშესაფრის მიცემა მოსთხოვა.
"განსაკუთრებით შემზარავია ბავშვთა სისტემური მკვლელობები და ამ კანიბალიზმის შორიდან ყურება დანაშაულია. მოვუწოდებ ევროპის კავშირს, სასწრაფოდ მოახდინოს ასირიელი ბავშვების ევაკუაცია ევროპის ქვეყნებში.მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან, ასევე ომის დამთავრებამდე მიიღოს ასირიელი ბავშვები ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, "გააჩერეთ გენოციდი"- ამ სახელწოდებით ქართველი ფეისბუქ მომხმარებელები პეტიციას ავრცელებენ. საზოგადოება  ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics