11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 11:23:30, 332 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან, ასევე სამუშაო სადილი ვატიკანში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩებთან.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი წმინდა საყდარს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.

პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში  არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics