21:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:05:03, 373 ნახვა

პოლიტიკა
პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესების თაობაზე კანონპროექტი შეიტანა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეიტანა.

კუბლაშვილის განცხადებით, პოლიცელს, დღეს, ისე როგორც არასდროს, გვერდში დგომა სჭირდება.

"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მზადდება კანონპროექტი, რომელსაც მოსამზადებლად 2-3 კვირა ჭირდება.ჩვენ კი უკვე დავაანონსეთ ეს კანონპროექტი,  მზად გვაქვს და შეგვაქვს საორგანიზაციო დეპარტამენტში. თუ მათ აქვთ მზაობა რომ უფრო ხელშესახები გავხადოთ სოციალური დაცვის პირობები პოლიციელებისათვის,  მიიღონ ეს კანონპროექტი, ვისი ინიცირებულიც არ უნდა იყოს. რიგით პოლიციელებს ყოველდღიურად უწევთ კრიმინალთან ბრძოლა, რომლის გაზრდაც ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ პოლიციელებს და მათ გვერდში დავუდგეთ",-განუცხადა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი მათ უკვე შემუშავებული აქვთ, კუბლაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა,  რომ  რაც მეტი ინიციატივა იქნება პოლიციელების პირობების გაუმჯობესების თაობაზე,   უკეთესი იქნება.  თუმცა კუბლაშვილის მტკიცებით, მას პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე მთავრობის მიერ შემუშავებული  კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების  ოჯახების სოციალური დახმარების გათანაბრების თაობაზე  კანონპროექტი უკვე მზად აქვს და მას პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სცდილობს მთავრობის გაკეთებული საქმე მიიწეროს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics