03:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 14:46:59, 380 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოში წლიური ანგარიშით გამოდის

თბილსის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშით გამოდის. 

ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ მერიის მიერ განხოცირცელებულ პროექტებზე, პროგრამებზე და სამუშაოებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი სრულფასოვნად შესრულდა და 2015 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დაიგეგმა.

„8 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის გზას. ავარიული შენობა-ნაგებობების სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინაროებს. მათი ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება. როგორც რაიონული, ასევე საქალაქო მნიშვნელობის გზები საკმაოდ მნიშვნელოვანი ტემპით და ხარისხით იგება. ჩვენ 25 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ საგზაო სამუშაოებზე“, - აღნიშნა ნარმანიამ.

 მისივე განცხადებით, დედაქალაქში შენდება ახალი სპორტული და საბავშვო მოედნები. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის, ასევე რაიონების გამგეობების მხრიდან. 

„ინტენსიურად იქმნება საზოგადოებრივი სივრცეები. გარე განათება იცვლება ახალი თანამედროვე ენერგოდამზოგავი ლედგანათების სისტემით. დედაქალაქს ექნება მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე ცივილური სისტემა. ამასთან, თბილსის სხვადასხვა უბნებში მოეწყობა მრავალსართულიანი პარკინგები. მიმდინარეობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემის ოპტიმიზაცია. დინამო არენის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯამში დინამო არენას განახლებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია იდება, საიდანაც 14 მილიონ ლარამდე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics