07:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 14:22:20, 335 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: გაზაფხულის ბოლოს საქართველოში ე.წ. ნატო-ს მუდმივი ჯგუფი გვეყოლება

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს, რათა საქართველოში ე.წ. ნატოს ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება.

ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ამ ჯგუფს ექნება სრული წვდომა და ხედვა პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივების განხორიელების მიმდინარეობის შესახებ. ფაქტიურად ამ ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს უკვე გამოთქმული აქვთ კონკრეტული ინიციატივები, ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ქვეყნის წევრები იქნებიან ნატო-ს ე.წ ჯგუფის შემადგენლობაში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

მისივე თქმით არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ყველა პროექტს თავისი ლიდერი ეყოლება.

„95%-ით ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ქვეყანა გამოყოფს ლიდერს არსებითი პაკეტის ამა თუ იმ ინიციატივის განსახორციელებლად“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, შემუშავებულია ასევე თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა.

„ეს პროცესი საკმაოდ მოკლე ვადებში წარიმართა და ჩვენ დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს, მუდმივი ჯგუფი გვეყოლება საქართველოში, რომელიც იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics