00:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 16:22:53, 359 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: პირობას ვიძლევი, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მეტი შემართებით ვიზრუნებთ

„პირობას ვიძლევი, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე მთლიანად სამედიცინო საზოგადოება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე  უფრო მეტი შემართებით ვიზრუნებთ“ –ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ პრეზიდენტისგან ჯილდოს მიღების შემდეგ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ამ ჯილდოს სიმბოლურად ექიმებსა და ექთნებს გაუნაწილებს.  
„დიდი მადლობა ამ მაღალი ჯილდოსთვის. გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ სამედიცინო საზოგადოების სახელით და თქვენი ნებართვით, მინდა, რომ ეს მაღალი სახელმწიფოებრივი ჯილდო სიმბოლურად გავუნაწილო ყველა იმ ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ამ წუთებში პაციენტის საწოლთან, საოპერაციო მაგიდასთან დგას, ახლა, ამ წუთებში მიიჩქარიან ავადმყოფის დასახმარებლად, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის მოკრძალებული მიღწევები, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა.  ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო.  პირობას ვიძლევი ყველას წინაშე, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე იმედია დამიდასტურებს მთლიანად სამედიცინო საზოგადოება გავაგრძლებეთ და უფრო მეტი შემართებით ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობსთვის“, – აღნიშნა სერგეენკომ.
ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
სერგეენკოს ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics