00:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 14:48:19, 313 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ODIHR-ის დირექტორს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (ODIHR) დირექტორი მაიკლ ჯორჯ ლინკი მიიღო.

თეა წულუკიანი მაიკლ ჯორჯ ლინკსა და დელეგაციის წევრებს საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის რეკომენდაციები, რომლებიც გასული წლის 9 დეკემბერს მიიღეს, ერთი მხრივ, ასახავდა იმ პროგრესს, რასაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ცვლილების განხორციელების რეკომენდაციებს შეიცავდა. მათი დიდი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია მეოთხე ტალღის რეფორმაში. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პროკურატურის სისტემის რეფორმას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონი პროკურატურის შესახებ, ვენეციის კომისიის გარდა, „ODIHR“-ის ექსპერტიზასაც გაივლის.
შეხვედრის ბოლოს მაიკლ ჯორჯ ლინკმა აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროს საკანონმდებლო რეფორმა, შთამბეჭდავია და იუსტიციის მინისტრს სამომავლო გეგმების ასევე წარმატებით განხორციელება უსურვა.
შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და ეუთო-ს ოფისის წარმომადგენელი ვენაში იან ჰაუკაასი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (ODIHR) დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 აპრილს ეწვია. დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში; საქართველოს პარლამენტში.
ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელიც მოინახულა; სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური ვითარება შეაფასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების − გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, დაუშვებლობაზე ისაუბრა. ლინკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“.
მაიკლ ჯორჯ ლინკის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics