19:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 13:15:21, 652 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების მეთაურებს უმასპინძლა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენერალური კონსული  ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა მჭიდრო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ქალაქ ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

,,მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხით თანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის ნავსადგურს მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. 4 აპრილს მსურველებს ექნებათ გემების დათვალიერების შესაძლებლობა.

5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თურქული გემების წვრთნები 5 ქვეყანაში ჩატარდება.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics