01:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 13:38:28, 329 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში და დაიცავით პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე

მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ უსაფრთხოება და პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა. 

პრემიერი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი,  ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის ოჯახის წევრებს და ექიმებს გაესაუბრა.

„დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს სტაბილურად წარიმართება მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც  მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო.  რაც შეეხება ფაქტის შეფასებას, ეს არის ყოვლად ამაზრზენი,  სიტყვები არ მყოფნის ამ არაადამიანური ქმედების შესაფასებლად. კრიმინალმა ჯერ ბორჯომში მოკლა ერთი პოლიციელი, ახლა მეორე. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და მასზე ხელის აღმართვა“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics