13:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 09:38:32, 892 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებით შეშფოთებულია

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემატიკას ცხინვალში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნების ამოქმედებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ პრაღაში დოკუმენტის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ სპეციალური განცხადება "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია მათქვამი, ცხინვალი ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედება საეჭვოა.

"გასაგებია შეშფოთება, რომელსაც საზოგადოებაში მსგავსი ინფორმაცია იწვევს, რადგან ასეთი საკითხები, ბუნებრივია, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტერესებს ეხება. თუმცა, თხოვნა გვაქვს, არ ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთებაში და არ დავხარჯოთ ამ პრობლემების განხილვაზე ფუჭი ემოცია. ტვირთების ტრანზიტის საკითხი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაბამისი იურიდიული ბაზის საფუძველზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, პრაღაში დერეფნების საკითხის განხილვას ეხმაურებიან სომხური მედიასაშუალებები და ექსპერტები. ერევანში ფიქრობენ, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართულება შესაძლებელია გახდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი ხშირად კლიმატური პირობების გამო იკეტება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics