2015-03-31 11:32:25, 375 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მიქაცაძემ განუცხადა, იგი თავდაცვის უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღანელებს.
მიქაცაძის თქმით, ის თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძის ბრძანებით 5 მარტიდან დაინიშნა და იმ დროიდან ამ მოვალეობას ასრულებს.
ხათუნა მიქაცაძე ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობდა. შემდეგ იყო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამსახურის უფროსი. ბოლოს კი, კომპანია „ზედაზენის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იყო.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან