10:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 13:27:19, 291 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო–ნორვეგიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ევროინტეგრაციის თემები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტის, ოლემიკ ტომესენის შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული  აქტიური თანამშრომლობის გამო, როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში.

ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღინიშნა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებზე.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის გამო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს, ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის .

ცნობისთვის, ოლემიკ ტომესენი 2013 წლის ოქტომბრიდან იკავებს ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის პრეზიდენტის პოსტს. 1986 წლიდან არის ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის წევრი. 2001 წლიდან კი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის წევრია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics