|
2016-12-10 15:14:29, 2625 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთში, მატარებლის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა
ბულგარეთში, სატვირთო მატარებლის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფა სოფელ ჰიტრინოში მოხდა, სადაც სულ მცირე 20 შენობა დაინგრა. მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ სოფელ ჰიტრინოში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ავაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე 150-მდე მაშველია მობილიზებული. ამასთან, სამართალდამცველები აფეთქების მიზეზებს არკვევენ. ინციდენტის ადგილას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და ტრანსპორტის მინისტრი ივალიო მოსკოვსკი აპირებენ. ცნობისთვის, სოფელი ჰიტრინო, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს, შავი ზღვიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)