11:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 14:21:57, 427 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტში 31 მარტს დაგეგმილ სხდომას დაესწრება, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 
ცნობისთვის, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს წარსდგება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა. 

პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ.  

ამ დროისთვის, ჯერჯერობით გაურკვეველია აღნიშნულ სხდომას დაესწრებიან თუ არა მთავრობის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics