04:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 13:25:33, 2426 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთთან გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Haber Turk-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, კანონპროექტს სხდომაზე მყოფი 223 დეპუტატიდან 210-მა დაუჭირა მხარი, 7-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, 6-მა კი თავი შეიკავა.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს შეთახმება თურქეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა.

6 დეკმებერს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მოსკოვში ჩავა, რა დროსაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხს განიხილავს. 

"თურქული ნაკადი" პროექტ "სამხრეთის ნაკადის" შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ევროკავშირმა დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ "თურქული ნაკადის" პროექტზე მუშაობა 2015 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეწყდა.

ამასთან, როგორც "გაზპრომში" აცხადებენ, "თურქული ნაკადი" რუსული გაზის ევროპაში მიწოდების ერთადერთი მარშრუტი უნდა გახდეს, რაც უკრაინის გავლით ტრანზიტის რისკებს შეამცირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics