12:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 01:05:05, 2684 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი: მივიღე გადაწყვეტილება, არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე  მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ტელემიმართვისას განაცხადა.

„მე მამოძრავებს მხოლოდ ქვეყნის უზენაესი ინტერესი, იმ ქვეყნის, რომელსაც ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში პატიოსნად ვემსახურე. გამოცდილებამ მომიტანა თავმდაბლობა, რომელიც ასე საჭიროა საჯარო ასპარეზზე. მე მივიღე გადაწყვეტილება, არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" მხრიდან საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით კენჭს არ იყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics