14:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 17:43:00, 454 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტს მიმართავს, პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის დასწრება უზრუნველყოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, რომ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება უზრუნველყოს.

როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტს ამ მოთხოვნით ოფიციალურად, წერილობითი სახით მიმართავს.

 „ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწროს აღმასრულებელი და სასამართო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის  და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. ეს განპირობებულია თავად მოხსენების მნიშვნელობით, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ხელისუფლების ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპებით. ჩვენ გვინდა,  ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რათა მათ უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების , ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სხვა ინსტირუტიციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსნებაზე დასასწრებად. შესაბამისად ამ თხოვით, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 31 დეკემბერს წარსდგება.  თუმცა, რა ფორმატში მოხდება ეს, ამაზე საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics