13:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:16:36, 654 ნახვა

რეგიონი
ქუთაისის შემოსავლელ გზაზე 27 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე გეგმიური სამუშაოების წარმოება გრძელდება (სადეფორმაციო ნაკერების და სახიდე გადასასვლელებთან კომპესატორების  შეკეთების სამუშაოები), 2016 წლის 27 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე.

 როგორც "ექსპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს,  აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე)   ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება),  ქუთაისის გავლით. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად",-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics