02:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:25:46, 2095 ნახვა

მსოფლიო
ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ობამამ აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ასევე ის სფეროები უნდა მონახოს, სადაც რუსეთთან თანამშრომლობას შეძლებს.

“ვიმედოვნებ, რომ არჩეულ პრეზიდენტს ექნება მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა და იპოვის სფეროებს, რომლებშიც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან თანამშრომლობა. თუმცა მან ასევე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთს, როდესაც ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს”, - განაცხადა ობამამ.

ბარაკ ობამას თქმით, მან ანგელა მერკელთან მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთანავე, მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობებში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, კანცლერის თქმით, ბერლინი დანტერესებულია მოსკოვთან კარგი ურთიერთობებით.

რაც შეეხება სირიის კრიზისს, ობამას ნაკლებად სავარუდოდ მიაჩნია, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში პოლიტიკას შეიცვლის. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვი და დამასკო სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში კვლავ დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics