18:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:53:08, 2117 ნახვა

მსოფლიო
ბელგიაში სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ტელეფონი აღმოაჩინეს

ბელგიაში სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის, ბრაჰიმ აბდესლამის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ტელეფონი ბელგის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მაკულატურის ქვეშ იპოვეს. აქამდე მობილური ტელეფონი დაკარგულად ითვლებოდა.

ბრაჰიმ აბდესლამი, თავდასხმების ორგანიზატორის სალეჰ აბდესლამის ძმაა. პოლიციამ მას ტელეფონი ჯერ კიდევ პარიზის თავდასხმებამდე 9 თვით ადრე, 2015 წლის თებერვალში ჩამოართვეს. მაშინ ბრაჰიმი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩაატრებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

როგორც BBC-ი წერს, მოგვიანებით პოლიციამ აღიარა, რომ საქმეში მნიშვნელოვანი სამხილი დაიკარგა. ამასთან, ბრიუსელის პოლიციის ოფიცერმა იოჰან ბერკმანსმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ტელეფონიდან ინფორმაციის გადაწერა მოასწრეს, სანამ მას დაკარგავდნენ.

“დანაკარგს გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია”,  - აღნიშნა ბერკმანსმა.

შეგახსენებთ, 2015 წელის 13 ნოემებრს პარიზში მომხდარ თავდასხმებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics