22:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 12:36:32, 1919 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 120 კი დაშავდა, - ამის შესახებ ALJAZEERA-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი საკონსულოს შენობის კედელს შეეჯახა.

როგორც ნატო-ში განაცხადეს, საერთაშორისო კოალიციის სამხედროები მომხდარს იძიებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, საკონსულოს შენობის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

მედიის ცნობით, საკონსულოზე თავდასხმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

თავდასხმაზე პასუხისმეგლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო. თალიბი-მებრძოლების თქმით, აფეთქება იყო პასუხი, ყუნდუზის პროვინციაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე, რომელსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპნენ.

მედიაში გავრცელებული მონაცემებით, ავიადარტყმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა საჰაერო იერიშის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი დაადასტურა, თუმცა უწყებას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics