19:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 15:13:11, 2143 ნახვა

მსოფლიო
არეულობა აშშ-ში - მოქალაქეები ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ

ვაშინგტონში თეთრ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით - “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”, “ამერიკა კვლავ სიძულვილს უბრუნდება”.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ტრამპის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს.

როგორც სააგენტო წერს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი კალიფორნიის შტატში მიმმდინარეობს.

საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ოუკლენდსა და სიეტლში იმართება.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები დებოშს აწყობენ, მაღაზიების მინებს ამსხვრევენ და საბურავებს წვავენ.

კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტა და სლოგანით "შენ არ ხარ ამერიკა, ამერიკა ვართ ჩვენ" ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics